Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ბაკურციხეში ე.წ. იმერლების უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26 March, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ბაკურციხეშიც ე.წ. იმერლების უბანში.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზის სავალი ნაწილი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.  საგზაო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება, რაზეც 250 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.  პროექტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "მექანიზატორი - 2005 " ასრულებს. შეგახსენებთ, რომ ბაკურციხეში კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის ე.წ. აბრამიშვილების უბნის რეაბილიტაციაც ხორციელდება

Share page