საინფორმაციო კამპანია გურჯაანში კორონავირუსის პრევენციის მიზნით
გურჯაანელი ახალგაზრდების ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალოტეტის ტერიტორიაზე საინფორმაციო პოსტერების გავრცელება მიმდინარეობს.
მერიის მიერ შექმნილი საინფორმაციო პოსტერები ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ცენტრალურ ადგილებზე განთავსდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველა მოხალისეს მხარდაჭერისთვის და მოუწოდებს გურჯაანელ ახალგაზრდებს, სურვილის შემთხვევაში, ჩაერთონ ვირუსის პრევენციისთვის, მერიის მიერ დაგეგმილ მოხალისეობრივ აქტივობებში. მსურველებს შეუძლიათ შეავსონ მოხალისეობროვი საქმიანობის ერთ-ერთი ინიციატორის გიორგი მამულაშვილოს მიერ შექმნილი აპლიკაცია: https://lop.by/PYF