Hot line : (0 353) 22 12 23

18 მარტიდან სამარშუტო ტაქსების გადაადგილება იკრძალება

17 March, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა რამაზ ქიტიაშვილმა, გურჯაანის რაიონული პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი სამარშუტო ტაქსის მძღოლებს, პრემიერის დღევანდელი გადაწყვეტილება პირადად გააცნო. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან, 18 მარტიდან, იკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. დიდია ალბათობა, სამარშუტო ტაქსები ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ იქცეს. ამ შეზღუდვის გაკონტროლება აქტიურად მოხდება პოლიციის თანამშრომლების მიერ

Share page