Hot line : (0 353) 22 12 23

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა

Publish date: 31 December, 2019
End date: 31 December, 2019

წინამდებარე გეგმა მომზადებულია ევროკომისიის ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ტექნიკური მხარდაჭერით. დოკუმენტი განხილული იქნა მსოფლიო ბანკის თანამშრომლების მიერ და ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” მიერ შეფასდა საუკეთესოდ.

მთელი პასუხისმგებლობა გეგმის შინაარსობრივ მხარეზე ეკისრება  გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას.

This Plan was prepared with technical support from the Mayors for Economic Growth initiative of the European Commission. It was reviewed by staff of the World Bank and commended as excellent by the Mayors for Economic Growth initiative. Its content is owned by and remains sole responsibility of Gurdjaani  municipality.

მერის მიმართვა

 

გურჯაანი, ეკონომიკურად მზარდი პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია, რომლის წამყვანი დარგები ტურიზმი და სოფლის მეურნეობაა. იგი მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენს, სადაც ყურძნისა და ღვინის ისტორია 8000 წელზე მეტს ითვლის.  აქ განთავსებულია ყველაზე მეტი საოჯახო ტიპის მარანი, ღვინის ქარხანა და უნიკალური მიკროზონები. გურჯაანის მუნციპალიტეტს ბუნებრივად აქვს სატრანზიტო ადგილმდებარეობა და კავშირი კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტთან, რაც საშუალებას აძლევს წამყვანი როლი ითამაშოს ლოჯისტიკის, სატრანსპორტო და ტურიზმის კუთხით.
 

გურჯაანი ევროპული ტიპის მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს - ეს არის მთავარი ამოცანა, რომლის გარშემოც აგებულია გურჯაანის განვითარების პლატფორმის ძირითადი კონცეფცია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წარმატებით განხორციელებული მმართველობის პრინციპებისა და გამოცდილების დანერგვა ჩვენს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების გარანტი იქნება და განვითარების პროცესში ხელს შეუწყობს დადებითი დინამიკის შენარჩუნებას.

 

პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების გეგმა ადგილობრივ რესურსებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით, წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს არსებული გამოწვევების დასაძლევად და ეკონომიკის განსავითარებლად  2020-2021 წლებში. აღნიშნულ პროექტში გათვალისწინებული აქტივობები დაფინანსდება როგორც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, კერძო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და დონორი ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული პროექტი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის პლატფორმა.

 

გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ პროექტის ფარგლებში  შემუშავებული სტრატეგია და მასში გათვალისწინებული ღონისძიებები ჯეროვნად და ეფექტურად შესრულდება, რითაც გურჯაანის მუნიციპალიტეტი მდგრად ეკონომიკურ განვითარებას მიაღწევს.

პატივისცემით,

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი

არჩილ ხანდამაშვილი

 

იხ.თანდართული ფაილი:

 

http://gurjaani.gov.ge/sites/default/files/xelmocerili-versia-kartuli_1.pdf

 

http://gurjaani.gov.ge/sites/default/files/xelmocerili.pdf

Share page