Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

Publish date: 6 December, 2019
End date: 6 December, 2019

 გურჯაანში, რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო!

 თავშესაფარი, რომლის მშენებლობასაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ქალაქ გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ყოფილი აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

 მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი იქნება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

 თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

 რეგიონული ცხოველთა თავშესაფარი კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

Share page