Hot line : (0 353) 22 12 23

შეხვედრები - ჭანდარი,ძირკოკი,ვეჯინი,კოლაგი - 20 ნოემბერი

22 November, 2019

 გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ამჯერად ჭანდარის, ძირკოკის, ვეჯინისა და კოლაგის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე, რომლის მიზანიც სოფლებში არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათი დროული მოგვარებაა, ძირითად საკითხებად:წყალმომარაგების გაუმჯობესება, შიდა საუბნო და სავარგულებთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგება, გარე განათების წერტილების დამატება, საბავშვო ბაღებსა და ამბულატორიებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.

 მსგავსი შეხვედრები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებში უკვე გაიმართა და კვლავ გრძელდება. 

Share page