ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ზემო კაჭრეთში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

გამოქვეყნების თარიღი: 28 თებერვალი, 2020
დასრულების თარიღი: 28 თებერვალი, 2020

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან თეიმურაზ ზავრაშვილთან და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან - დალი მინდიაშვილთან ერთად, ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლას ესტუმრა და სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა.  როგორც იცით, ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მშენებლობა, გასულ წელს განხორციელდა, რომელიც 125 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, რომელსაც აქვს კლას-კაბინეტები, ლაბორატორიები, დიდი სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის. ზემო კაჭრეთის ახალ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა, სადაც მოსწავლეებისთვის ყველა პირობაა შექმნილი განათლების მისაღებად.  შენობის მშენებლობისთვის 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

გააზიარე