ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ მორიგი შეხვედრა

18 თებერვალი, 2020

სოფელ ველისციხის ბიბლიოთეკაში ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ მორიგი საჯარო შეხვედრა გაიმართა.  პროექტის არქიტექტორმა გია აბულაძემ საზოგადოებას პროექტის შესახებ კიდევ ერთხელ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრას, ადგილობრივებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ესწრებოდა.  შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 55 -მდე სახლს, ცენტრალურ სკვერს, რამდენიმე ქუჩას და თეატრს.  თუ როგორი იქნება განახლებული ველისციხე, დაინტერესებულ ადამიანებს, მაკეტების დათვალიერება, ველისციხიის ბიბლიოთეკაში შეუძლიათ.

გააზიარე