ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ვაზისუბანში

გამოქვეყნების თარიღი: 17 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 17 იანვარი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მორიგი შეხვედრა სოფელ ვაზისუბანში ჩატარდა. ადგილობრივებმა, საერთო კრებაზე, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტი შეარჩიეს. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი, მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ესწრებოდნენ. სოფლის საერთო კრებაზე, ვაზისუბნელებმა სოფელში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს, ხმათა უმრავლესობით კი პრიორიტეტულ საკითხად, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, განათების გარეშე დარჩენილ უბნებში გარე განათების მონტაჟი დაასახელეს.  წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან", ვაზისუბნისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე