ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ყიტაანში

გამოქვეყნების თარიღი: 17 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 17 იანვარი, 2020

სოფელ ყიტაანში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გარე განათება მოეწყობა.

 პრიორიტეტი ადგილობრივებმა, სოფლის საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.

 წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ყიტაანისთვის, 12 000 ლარია გამოყოფილი..

გააზიარე