ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ კახიფარში

გამოქვეყნების თარიღი: 16 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 16 იანვარი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ ზავრაშვილმა პირველი შეხვედრა სოფელ კახიფრის მოსახლეობასთან გამართეს, სადაც იმ პრიორიტეტებზე იმსჯელეს, რომლის განხორციელებაც პროგრამით მოხდება.  ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტულ საკითხად საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დაასახელეს. მიმდინარე წელს, კახიფრისთვის, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან" გამოყოფილი 10 000 ლარი, სწორედ აღნიშნულ პროექტს მოხმარდება.

გააზიარე