ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ კალაურში

გამოქვეყნების თარიღი: 16 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 16 იანვარი, 2020

 "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა სოფელ კალაურში.  ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი და მერის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი შეხვდნენ.  სოფლის საერთო კრებაზე კალაურელებმა, ხმათა უმრავლესობით, განათების გარეშე დარჩენილ უბნებში, გარე განათების მოწყობა გადაწყვიტეს. ასევე, დასახელდა ცენტრალური გზის პირას არსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია და ერთი შიდა საუბნო გზის მოხრეშვა.  წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", კალაურისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე