ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ გურჯაანში

გამოქვეყნების თარიღი: 20 იანვარი, 2020
დასრულების თარიღი: 20 იანვარი, 2020

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს სოფელ გურჯაანში გამართულ შეხვედრაზე.

 ე.წ. სახასოს უბანში ცხაურის მოწყობა და რამდენიმე უბანში გარე განათების მონტაჟი - ადგილობრივებმა, სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხით აღნიშნული სამუშაოების განხორციელება გადაწყვიტეს.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ ზავრაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ის პროექტებიც გააცნეს, რომელიც მიმდინარე წელს მათ სოფელში განხორციელდება. ასევე, ისაუბრეს სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზეც.

 წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელ გურჯაანისთვის, 20 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე