ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - ქოდალო -15 თებერვალი

15 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩივის მიზნით მორიგი შეხვედრა სოფელ ქოდალოში გაიმართა.

ქოდალოელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. სოფლის საჭიროებებზე ისაუბრეს და პროგრამით გათვალისწინებული თანხით განსახორციელებელი პრიორიტეტები შეარჩიეს. ადგილობრივების გადაწყვეტილებით, პროგრამით გათვალისწინებული თანხით, რეაბილიტირდება წყლის სისტემა და გარე განათება მოეწყობა.

სოფელ ქოდალოსთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 12 000 ლარია გამოყოფილი.

 

გააზიარე