ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ახაშენი მდ. ჭერმისხევისა და ფაფრისხევს შორის მდებარეობს. სწორედ იმ ფაფრისხევზე, რომლის მინდვრებზე ("ფაფრის მინდვრები") მოყვანილი ყურძნისგან მზადდება ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ღვინო "ახაშენი". 

 სოფლის ტერიტორია ჯერ კიდევ გვიანი ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული, რასაც აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები მოწმობს.

 ისტორიულ წყაროებში კი სოფელი "ახალშენის" სახელით მოხსენიებული აქვს XVIII საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს. ახაშენს, თავის ჩანაწერებში, ასევე იხსენიებს გერმანელი მეცნიერი და მოგზაური იოჰან ანტონ გიოლდენშტედტიც.

 ახაშენი საქართველოს ერთიანობის ხანაში და შემდეგაც სვეტიცხოვლის კუთვნილი სოფელი ყოფილა, რაც კათალიკოს ანტონ II-ის 1753 წლით დათრიღებული წყალობის წიგნიდან ჩანს. 

 სოფელში რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია, საიდანაც ყველაზე ძველია - "კვირაცხოველი" (V-VII სს.) დარბაზული ეკლასია და "ყვავის საყდარი" (VI ს ) სამნავიანი ბაზილიკა. ასევე მნიშვნელოვანი ძეგლებია - "წმინდა სამება" (XIX ს.) და "სვეტიცხოველი" ერთნავიანი დარბაზული ეკლესია (XIV-XVIII სს.). " წმ.გიორგი" დარბაზული ეკლესია (XIV-XVIII სს.), "ხარისთავი" და "რეჯახი". ასევე, მრგვალი ციხე კოშკი (შემორჩენილია 1 სართული) და "ნაციხარი" კოშკი (XVIIIს), რომლის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. 

 სოფელი ახაშენი ქალაქ გურჯაანიდან 8 კმ-ით არის დაშორებული. 
 

გააზიარე