ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

სოფელი ჩუმლაყი, 
როგორც არქეოლოგიური მონაპოვრებით ირკვევა, უძველესი დროიდან, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული.

 ჩუმლაყი სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, XV საუკუნში სოფელი რუსთავის ეპისკოპოსს ეკუთვნოდა და მის სადროშოში შედიოდა, მოგვიანებით კი, თეიმურაზ II-ის გუჯარით, ჭერმის ეპარქიას მიეკუთვნებოდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს , რომელიც რუსეთის ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ სოფელ ჩუმლაყში, ფაფრის მინდვრებზე მომხდარა.

 ჩუმლაყში არაერთი არქიტექტურული ძეგლია, საიდანაც აღსანიშნავია - წმინდა გიორგის დიდი დარბაზული (გვ. შუა საუკ.), სწორკუთხა კოშკი, 40 მოწამის სახელობის "ორმოცნის" ეკლესია (XIV-XVIII სს.), "წამებული" (XIV-XVIII), წმინდა გიორგის ერთნავიანი (შუა საუკ.), წმინდა მარიამის სახელობის (გვ. შუა საუკ.), ყველაწმინდის დარბაზული (გვ. შუა საუკ.) და ეკლესიები, "ციხისწყლის" (გვ.შუა საუკ.). და "ლიპარტიანთ" საყდარი (XIV-XVIII სს.).

 სოფელი ჩუმლაყი ქალაქ გურჯაანიდან 4კმ-ით არის დაშორებული.
 

გააზიარე