ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი, როგორც არქეოლოგიური მონაპოვრებით ირკვევა, გვიანი ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული.

 სოფლის შესახებ ისტორიული წყაროები მწირია. ვახუშტი ბატონიშვილი თავის გეოგრაფიულ ჩანაწერებში დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე ორ უბანს მიუთითებს: “ძაღლის უბანს” და “კახის უბანს”, ასევე მოხსენიებული აქვს ხევის კიდეზე მდგარი გუმბათოვანი ეკლესია.

 სოფელს ჭანდარი XX საუკუნის 30-იან წლებში ეწოდა. გადმოცემით თავად ანდრონიკაშვილების ნასახლარზე, უზარმაზარი ჭადარი იდგა. როგორც ჩანს, სწორედ ეს დაედო საფუძვლად სოფლის სახელის წარმოშობას.

 სოფლის არქიტექტურული ძეგლიდან აღსანიშნავია ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (გვ. შუა საუკ) რომლის საკურთხეველში მტრედის სახიანი სულიწმინდის ფრესკა არის შემორჩენილი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის (გვ. შუა საუკ), წმინდა ბარბარეს დარბაზული ეკლესიები (გვ. შუა საუკ) “წამებულის” – წმ. გიორგის სახ. (ადრეული შუა საუკ) ეკლესიის ფრაგმენტები და სხვა.

 ის ქალაქ გურჯაანიდან 3 კმ-ით არის დაშორებული.

გააზიარე