ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

სოფელი ძირკოკი, ისტორიული წყაროების მიხედვით, ვეჯინის ერთ-ერთ უბანს წარმოადგენდა, 1950 წლიდან ვეჯინის და ჭანდრის საბჭოში შედიოდა, მოგვიანებით კი დამოუკიდებელ სოფლად ჩამოყალიბდა.

 სოფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ღია არენა "გრანდიოზულია", სადაც ტრადიციულად, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ჭიდაობა იმართებოდა და ეს, თითქმის 50 წლიანი ტრადიცია, დღემდე შენარჩუნებულია. "გრანდიოზულზე" ქართული ჭიდაობა, რომელიც გასულ წელს იუნესკომ (UNESCO) კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად აღიარა, ტრადიციულ მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა, რაც შეჯიბრს უფრო მეტ სანახაობას სძენდა.

 ძირკოკის მნიშვნელოვან ადგილს ასევე წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლი - იოანე მახარობლის (შუა საუკუნეები) და მთავარანგელოზის სახელობის (გვ. შუა საუკ) დარბაზული ეკლესიები.

 სოფელი ძირკოკი გურჯაანიდან 4 კმ-ით არის დაშორებული.
 

გააზიარე