ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

 ვეჯინი პირველად ისტორიულ წყაროებში (ქართლის ცხოვრება) X საუკუნის დასაწყისიდან მოიხსენიება “ვეჟინის” სახელწოდებით.

 XI საუკუნეში სოფელი ვეჯინი კახეთ-ჰერეთის ერთ-ერთ საერისთაოს წარმოადგენდა და კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული, პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო.

 სოფელ ვეჯინიდან იყო ცნობილი მეცნიერი ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი აკადემიკოსი ივანი ბერიტაშვილი, რომლის სახლ-მუზეუმიც სოფელში მდებარეობს.

 სოფელში 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლია. აქედან აღსანიშნავია X-XI სს-ის ვეჯინის ციხე-სიმაგრე, რომელიც მოხსენიებული აქვს მე-18 საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს” - “ბაკურციხის ჩრდიოლოეთით, ცივის მთის ძირას, არის ვეჯინი, მას ზევით, მთის კალთასა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებულია, შიგან გამომდინარე წყაროთი და ეკლესია ღმრთაებისა გუმბათოვანი დიდი, აქვე ეფლიან ენდრონიკაანი. ვეჯინის ამაღლების ციხესიმაგრე X-XI საუკუნების ძეგლია. პირველად ის, როგორც კახეთ-ჰერეთის უმთავრესი სიმაგრე, ქართლის მატიანეში X საუკუნის დასაწყისში მოიხსენიება.

 ამაღლების კომპლექსში შედის კოშკი (IX-Xსს), ღვთაების ამაღლების (XIV-XVსს) და წმინდა მარიამის სახელობის (შუა საუკუნეები) ეკლესიები. აქვე დგას კახეთში უძველესი ორსართულიანი სამრეკლო (XVს.), გენერალ სიმონ შალიკაშვილის ეკვდარი (XIXს.) და ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასაფლაო. ამჟამად ამაღლების კომპლექსში დედათა და მამათა მოქმედი მონასტერია.

 ვეჯინის სხვა ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ყველაწმინდას ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (XVIს), წმინდა გიორგის სახელობის (VIIს.), კვირაცხოვლის (შუა საუკუნეები), და პეტრე მოციქულის ეკლესიები (XVIს). ასევე აბაშიძეების ოთხსართულიანი მრგვალი კოშკი (გვ. შუა საუკ).

 ახლახანს სოფელში აღმოჩენილია აკლდამა, რომელიც სავარაუდოდ საგვარეულო განსასვენებელს წარმოადგენდა და გვიან შუა სააუკუნეებს განეკუთვნება.

 ის ქალაქ გურჯაანიდან 7 კმ-ით არის დაშორებული.

გააზიარე