ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კოლაგი ჯერ კიდევ გვიანი ბრინჯაოს (ძვ.წ II ათასწლეულის პირველ ნახ.) ხანიდან ყოფილა დასახლებული, რაც ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალებიდან ირკვევა.

 მე-18 საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს, სოფელი კოლაგი, წყაროებში “კოლაქის” სახელით აქვს მოხსენიებული.

კულტურულ-არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა გიორგის (გვ. შუა საუკ), წმინდა მარიამის დარბაზული (განვით. შუა საუკ) და მთავარანგელოზის ეკლესიები (გვ. შუა საუკ), რომელიც აღდგენილია 2009 წელს. სოფელში შემორჩენილია ასევე რამდენიმე კოშკის ფრაგმენტი.

 სოფელი კოლაგი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 440 მ-ზე მდებარეობს და ქალაქ გურჯაანიდან 7კმ-ით არის დაშორებული. 
 

გააზიარე