ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი შაშიანი ისტორიული სოფელია, რომელიც ჯერ კიდევ XII – XIV საუკუნეების მეფეთა მიერ გაცემულ სიგელ-გუჯარებშია მოხსენიებული. შაშიანი, 1772 წელს კი, თავის ჩანაწერებში, მოხსენიებული აქვს გერმანელ მეცნიერს იოჰან-ანტონ გიულდენშტედტს.

 ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში სოფლის სახელის წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, სოფლის ტყეებში მრავლად ყოფილა შაშვი და სოფლის სახელიც – შაშიანი (შაშვიანი) აქედან მომდინარეობს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომ ის სიტყვა „შიშიანი“- დან მომდინარეობს, რომელიც ლეკთა ხშირ შემოსევებს უკავშირდებოდა, არსებობს სხვა ვარაუდიც - უხსოვარ წარსულში ამ ტერიტორიაზე უცხოვრია ვინმე შანშეს, იმ დროისათვის გამორჩეულ პიროვნებას. მისი სახელი - „შანშეანი“ ეწოდა შემდგომ მის სამოსახლო ტერიტორიას.

შაშიანი გამორჩეულია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების სიმრავლითაც. მათგან აღსანიშნავია სამების სამეკლესიანი ბაზილიკა (VI), რომელიც სოფლიდან 4კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეკლესია თავდაპირველად მონასტერი ყოფილა.

 სოფლის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის მოქმედი დარბაზული ეკლესია, რომელიც 1838-1846 წწ-ში. აშენებული,

 სოფელში ასევე არის სამი მცირე დარბაზული ეკლესია: ღვთისმშობლის, მთავარანგელოზთა (გვიანი შუა საუკ.) და წმინდა გიორგის სახელობის. ასევე, კვირაცხოვლის ნაეკლესიარი - სადაც შემორჩენილი ნიში.

 სოფელი შაშიანი ქალაქ გურჯაანიდან 16 კმ-ით არის დაშორებული.

გააზიარე