ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

სოფელი მუკუზანი აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების მიხედვით (ანტიკური ეპოქის ქვევრსამარხები და ა.შ) უძველესი სოფელია.

 სოფლის სახელწოდების წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, შაჰ-აბას I-ს მუკუზანი ისე გაუნადგურებია და გადაუწვავს რომ სოფელში შემოსულ მეფე გიორგის უთქვამს: “სპარსელებს მუგუზალიც არ დაუტოვებიათო” სახელი მუკუზანიც სწორედ აქედან მოდის.

 სოფელი მუკუზანი მევანეხეობა-მეღვინეობის განვითარების მნიშვნელოვანი ადგილია. აქ თავად ჭავჭავაძეებს ვენახები XIX საუკუნეში გაუშენებიათ და ღვინის წარმოებაც დაუწყიათ. მუკუზანში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ ღვინოებს შორს.

 სოფელი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია - სვეტისცხოვლის მოქმედი ტაძარი (ადრეული შუა საუკუნეები), რომელიც თავდაპირველად სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, ხოლო მოგვიანებით ის დარბაზულ ეკლესიად გადაკეთდა, წმინდა გიორგის სახელობის - მჭედლიაანთ საყდარი (ადრეული შუა საუკუნეები), წმინდა გიორგის ეკლესია (შუა საუკუნეები), სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები, ამაღლებისა (გვიანი შუა საუკუნეები) და უზნისის (ადრეული შუა საუკუნეები) ეკლესიები.

 მუკუზანი ქალაქ გურჯაანიდან 12 კმ-ით არის დაშორებული.

გააზიარე