ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი ახალი რუბრიკით, სოფლების ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებს გაგაცნობთ.
ამჯერად, სოფელ კარდენახიდან დავიწყებთ.

კარდენახი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ეპოქაში ყოფილა დასახლებული. სოფელი ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, 1455 წელს მეფე გიორგის წყალობის სიგელში მოიხსენიება.
კარდენახში ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი, კოტე აფხაზი - გენერალი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი, რომელიც იყო აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის მარშალი, კახეთის რკინიგზის გაყვანის ინიციატორი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი სასახლე დღემდე არსებობს კარდენახში. 
სოფელში ოცზე მეტი ისტორიულ -არქიტექტურული ძეგლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია საბაწმინდის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (XIII საუკუნის), რომელსაც მიშენებული აქვს სამრეკლო (XV-XVIსს). მონასტრის გვერდით დგას წმინდა ბარბარეს დარბაზული ეკლესია (შუა საუკუნეები) და VI საუკუნის წმინდა ნიკოლოზის სამნავიანი ბაზილიკა. აღსანიშნავია შუა საუკუნეების ჯამბალოს – წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, ღვთისმშობლის (გვ. შუა ს), ელიას და კვირაცხოვლის ეკლესიები, ასევე ოთხსართულიანი ციხე-კოშკი (XVIIს) მრგვალი კოშკი.

 კარდენახიდან იყო დიდი ქართველი პოეტი იოსებ ნონეშვილი, მის მუზეუმს დღემდე ბევრი ტურისტი სტუმრობს.
 კარდენახი ქალაქი გურჯაანიდან 14 კმ-ით არის დაშორებული.

 
გააზიარე