ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. მარჩილაშვილების უბნის გზა რეაბილიტირდა

გამოქვეყნების თარიღი: 20 თებერვალი, 2020
დასრულების თარიღი: 20 თებერვალი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2019 წელს, სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. მარჩილაშვილების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა გზა, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.  გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა. სამუშაოები ამხანაგობა " ბილტმორი-2" შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სოფელ ვაჩნაძიანში ოთხი შიდა საუბნო გზა: ე.წ. მარჩილაშვილების, მეგრელიშვილების, მოსემღვდლიშვილების და სტადიონის უბნები რეაბილიტირდა

გააზიარე