ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ მუკუზანში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

31 მარტი, 2020

სოფელ მუკუზანში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხი და ცხაური მოეწყობა: ე.წ. ნადირაშვილების, სკოლის და ჭერემელების უბნებში.  პროექტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "მია2008" ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

გააზიარე