ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ კალაურში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20 თებერვალი, 2020

 სოფელ კალაურში რკინიგზასთან მიმავალი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1784 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები, რისთვისაც 1 028 000 ლარი დაიხარჯება.  აღნიშნული გზით სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს, რომლითაც ისინი საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდებიან.  საგზაო სამუშაოებს კომპანია ''სერპანტინი'' აწარმოებს.  აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე, ასევე, სრულად რეაბილიტირდება წყლის მაგისტრალი.  სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. 

გააზიარე