ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ კალაურში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია გრძელდება

გამოქვეყნების თარიღი: 13 May, 2020
დასრულების თარიღი: 13 May, 2020

სოფელ კალაურში რკინიგზასთან მიმავალი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1800 მეტრამდე სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები, რისთვისაც 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.  აღნიშნული გზით მოსახლეობა საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება.  სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. გზის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ''სერპანტინი'' ახორციელებს.

გააზიარე