ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჯიმითში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარებს

24 თებერვალი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1460 მეტრი სიგრძის გზა, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.  საგზაო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.  პროექტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ნიუპოვერი" ასრულებს. გზის რეაბილიტაციაზე 560 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

გააზიარე