ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შეხვედრა სოფელ გურჯაანის მოსახლეობასთან

23 იანვარი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - გიორგი მინდორაშვილი, სოფელ გურჯაანის და ჭანდრის მაჟორიტარ დეპუტატთან - ლადო მუსალბიშვილთან ერთად, სოფელ გურჯაანში, ქვემო წითელი უბნის მოსახლეობას შეხვდა.  Შეხვედრაზე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ადგილობრივების საჭიროებებსა და  მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქვემო წითელ უბანში, ახლადრეაბილიტირებული გზებიც მოინახულეს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

Პროექტის ფარგლებში, ჯამში, მოასფალტდა 
900 მეტრამდე გზა, ეზოებში შესასვლელები და მოეწყო სანიაღვრე არხები. Სამუშაოებზე 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.  გზების მოასფალტებამდე  ამოიცვალა წყლის სისტემაც. 
  

გააზიარე