ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

რეგიონული საჭადრაკო ჩემპიონატი გურჯაანში

24 თებერვალი, 2020

 გურჯაანის საჭადრაკო კლუბმა კახეთის რეგიონულ ჩემპიონატს უმასპინძლა. საჭადრაკო ტურნირში 80-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, სადაც წარმატებით იასპარეზეს გურჯაანელმა მოჭადრაკეებმა. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს: დათა ყალაბეგაშვილმა (გურჯაანი), ალექსანდრე წანაწყენიშვილმა (გურჯაანი), ლიკა ბუზალაძემ (ლაგოდეხი) და ნინო ესაიაშვილმა (საგარეჯო). მათ შესაბამისი ხარისხის მედლები, სამახსოვრო თასები და სიგელები გადაეცათ. ასევე, შესაბამისი მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეებიც, მათ შორის გურჯაანელი მოჭადრაკეები: გიორგი წანაწყენიშვილი, მაგდა ღამბაშიძე და მარიამ ყალაბეგაშვილი. რეგიონულ ტურნირზე გურჯაანის სპორტული გაერთიანების საჭადრაკო კლუბმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. კლუბის წევრი დათა ყალაბეგაშვილი კი ყველაზე კომბინაციური პარტიისთვის სპეციალური სიგელითაც დაჯილდოვდა.  ღონისძიებას, კახეთის რეგიონული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის გურჯაანის საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელი გიორგი ქიტესაშვილი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეები საკუთარი სანერგე მეურნეობიდან იშვიათი ჯიშის ხილის ნერგებით დაასაჩუქრა.

გააზიარე