ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის ფინალი

26 ივნისი, 2019

 მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული, სოფელ მელაანის საჯარო სკოლის გუნდი "მელაანსიაგა" გახდა.

 ჟიურის წევრები იყვნენ: მსახიობი ზურა გაჩეჩილაძე („შონზო“), ლევან ჩიჩუა (“TL”) , "მეტი პოზიტივი ერო"-ს დამფუძნებელი გუჯა ლორთქიფანიძე, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ხელმძღვანელი სოფია ბანძავა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენედიქტე გეგეჭკორი.

 მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალში ხუთი გუნდი მონაწილეობდა: 
 ს. მელაანის საჯარო სკოლა - მელაანსიაგა;
 ს. ბაკურციხის საჯარო სკოლა - ადრენალინი; 
 ს.ველისციხის საჯარო სკოლა - ველიშუტკა;
 ს. შაშიანის საჯარო სკოლა - აკუნა მატატა;
ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლა - უნივერსალი;
ქ.გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლა - მინიონები;

 ფინალურ კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ესწრებოდა.

გააზიარე