ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კორპუსების სახურავების შემსწავლელმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა

13 აგვისტო, 2016

დღეს, ქალაქ თელავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქ. თელავში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე სახურავის მიმაგრების საკითხის შესწავლის მიზნით შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. რომელსაც ამავე ჯგუფის 16 წევრი ესწრებოდა.

მათ შორის შეხვედრას ესწრებოდა ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნუსხელიძე და ქალაქ თელავის საკრებულოს ფარაქცია ,,ძლიერი თელავის; თავმჯდომარე და აღნიშნული ჯგუფის წევრი ნიკოლოზ ვარდოშვილი.
ჯგუფის წევრების განცხადებით, 10 დღის ვადაში მოხდება 2012 წლის მაშტაბური სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღრიცხვა, შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება. სამუშაოებს განახორციელებენ, როგორც მერიის თანამშრომლები, ასევე ამ ჯგუფში შემავავალი საკრებულოს წევრები.

პროექტზე მომუშავე 16 კაციანი ჯგუფი 14 ივლისს ქალაქ თელავის საკრებულოს ფრაქცია ,,ძლიერი თელავის; თავმჯდომარის ნიკოლოზ ვარდოშვილის ინიციატივით და მერიისა და ქალაქ თელავის საკრებულოს მხარდაჭერით შეიქმნა.

გააზიარე