ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მთავრდება

1 დეკემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, სოფელ კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.

პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, გაკეთდა გათბობის სისტემა, ლიფტი, სველი წერტილები და სპორტული მოედანი.

კალაურის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტს, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 4 მილიონი ლარით აფინანსებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "CMD" ასრულებს.

მიმდინარე წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც განხორციელდა. 

გააზიარე