ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გრძელდება

26 ივლისი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

 პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, გაკეთდება გათბობის სისტემა, სველი წერტილები და სპორტული მოედანი.

 სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "CMD" ასრულებს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 4 მილიონი ლარით აფინანსებს.

 შეგახსენებთ, ამ დროისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

გააზიარე