ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ატმის მოსავლის აღება მიმდინარეობს

27 ივნისი, 2020

გურჯაანში ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღება მიმდინარეობს. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში ხილის ბაზრობაზე მოსავლის რეალიზაციის პროცესს გაეცნენ და თავად ფერმერებისგან მოისმინეს თუ როგორ მიმდინარეობს მოსავლის რეალიზაცია.  როგორც ფერმერებთან საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ, რისთვისაც სახელმწიფო სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ. საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება.  აღსანიშნავია, რომ სოფელ ჩუმლაყში ხილის წარმოებაში 20 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული, რომელთა საერთო მოცულობა 3 200 ტონამდეა. გასულ წელს კი მათი რაოდენობა ცხრას შეადგენდა.  წელს კახეთში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავალი 35 000 ტონაა. ამ დროისთვის, დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 396 ტონაზე მეტია, საიდანაც 49 ტონა ექსპორტირებულია.

გააზიარე