ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს!

სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ე.წ. მეგრელიშვილების, მარჩილაშვილების, სტადიონის და მოსემღვდლიშვილების უბნებში. ამ ეტაპისთვის უკვე დაგებულია ასფალტის ერთი ფენა.

 სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ამხანაგობა "ბილტმორი2" ასრულებს.

გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.

გააზიარე