ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გამოქვეყნების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019
დასრულების თარიღი: 30 სექტემბერი, 2019

აუქციონის დაწყება - დამთავრება  19.09.2019 14:00 – 30.09.2019 15:00

 

ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში     არსებული უძრავი ქონება:

 

ა)  ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე - ყოფილი, ინდბინათმშენებლობის შენობა-  ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 _ საერთო ფართით - 1 712,60 კვმ, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11 471,0 კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.066. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 225 722 (ორას ოცდახუთი ათას შვიდასოცდაორი) ლარი, (შენობების ღირებულება - 40 006, (ორცი ათას ექვსი) ლარი, მიწა - 185 716 (ასოთხმოცდახუთი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი  საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 67 717 (სამოცდა შვიდი ათას შვიდას ჩვიდმეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 11 286 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცდაექვსი) ლარი.   

ობიექტის აღწერილობა:

ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ძირითადად ანგარის ტიპისაა, რომლებიც სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ძალიან დაზიანებულია. სახურავისა და სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დაშლილ-კოროზირებულია. შენობები გამოსულია მწყობრიდან და რაიმე მიზნით გამოყენებისთვის უვარგისია. ეზოში ეკალ-ბარდი და ველური მცენარეებია გავრცელებული.

 

ბ)  ქ. გურჯაანში, ტაბიძის ქუჩა N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობები N 1 და N2 - ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა - საერთო ფართით - 988,6 კვმ, (N1 საერთო ფართით - 860,1კვმ, N2 საერთო ფართით - 128,5კვმ),  არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 7 243,0კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.266. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 241 611 (ორას ორმოცდაერთი ათას ექვსას თერთმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 60 898, (სამოცი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი, მიწა - 180 713 (ასოთხმოცი ათას შვიდას ცამეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი  საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 72 484 (სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 12 081 (თორმეტი ათას ოთხმოცდაერთი) ლარი.

ობიექტის აღწერილობა:

შენობა-ნაგებობა განთავსებულია ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე. ეზოში გავრცელებულია ხე-მცენარეები. შენობა - ნაგებობა მკვიდრია. საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.

 

გ) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე, 72,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - საკადასტრო კოდი - 51.01.59.109. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 2 192 (ორი ათას ას ოთხმოცდათორმეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი  საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 658 (ექვსას ორმოცდათვრამეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 110  (ასათი) ლარი.         

ობიექტის აღწერილობა:

მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გასწვრივ, გადასასვლელ ხიდთან ახლოს. ფართზე განთავსებულია ყოფილი, უფუნქციოდ დარჩენილი მგზავრთა მოსაცდელი.

 

 

 

 

 

 

 

 

დ) სოფელ შაშიანში მდებარე, ყოფილი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა - N1 და N2. შენობების საერთო ფართი - 992,30კვმ, მიმაგრებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  - 1 729,0 კვმ, ს.კ. 51.04.62.003.  საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება - 70 453 ( სამოცდაათი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 52 592 (ორმოცდათორმეტი ათას ხუთას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 17 861 (ჩვიდმეტი ათას რვაას სამოცდაერთი) ლარი.)  „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის  30% - 21 136 (ოცდაერთი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 523 (სამი ათას ხუთას ოცდასამი) ლარი. 

ობიექტის აღწერილობა:

შენობა-ნაგებობები განთავსებულია თელავი - თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ. შენობები  ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და არ გააჩნია კარ-ფანჯარა. ესაჭიროება კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.

 

ე)  სოფელ ყიტაანში მდებარე შენობა-ნაგებობა - ყოფილი კულტურის სახლი.  შენობის ფართი - 157,2კვმ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1 104,0კვმ, საკადასტრო კოდი - 51.09.55.078.  საწყისი საპრივატიზებო ფასი - 16 359 (თექვსმეტი ათას სამას ორმოცდაცხრამეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 7 008 (შვიდი ათას რვა) ლარი, მიწის ფასი - 9 351 (ცხრა ათას სამას ორმოცდა თერთმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 4 908 (ოთხი ათას ცხრაასრვა) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 818 (რვაას თვრამეტი) ლარს.

ობიექტის აღწერილობა:

შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში, კედლები და ჭერი ჩამონგრეულია. სახურავი გამოსულია მწყობრიდან, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, ესაჭიროება კაპიტალური აღდგენა.

 

ვ) სოფელ ვეჯინში  მდებარე შენობა-ნაგებობა - ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა.  შენობის საერთო ფართი - 395,2 კვმ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 2204,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.12.13.198. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 28 175 (ოცდარვა ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 16 670 (თექვსმეტი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარი, მიწის ღირებულება - 11 505 (თერთმეტი ათას ხუთას ხუთი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 8 453 (რვა ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 409 (ერთი ათას ოთხას ცხრა) ლარი.

ობიექტის აღწერილობა:

შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრიდან დაშორებით, სტადიონთან ახლოს, ე.წ. „კეჭაში“. შენობა ძალიან დაზიანებულია არ აქვს კარებები, ფანჯრები და იატაკი. სახურავი გამოსულია მწყობრიდან, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი. ასეთივე მდგომარეობაშია ეზო - დარღვეულია შემოვლებული ღობის მთლიანობა და არის მოუვლელი.  

 

ზ) სოფელ კარდენახში  მდებარე შენობა-ნაგებობა - ყოფილი N2 საბავშვო ბაღის შენობა.  შენობის საერთო ფართი - 259,40 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნმეო დანიშნულების მიწა - 1093,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.23.286. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 20 209 (ოცი ათას ორას ცხრა) ლარი. (შენობის ღირებულება - 8 918 (რვა ათას ცხრაასთვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 11 291 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 6 063 (ექვსი ათას სამოცდასამი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 011 (ერთი ათას თერთმეტი) ლარი.

 

 

 

 

ობიექტის აღწერილობა:

შენობა მდებარეობს სოფელში.  არის მოუვლელი და ამორტიზებული, დაზიანებულია სახურავი.  მეორე სართულს ხის შუშაბანდი აქვს. ესაჭიროება კაპიტალური აღდგენა.

 

თ) სოფელ კარდენახში  მდებარე, კულტურის სახლის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1544,0კვმ, მიმაგრებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 4872,0კვმ.  საკადასტრო კოდი - 51.15.73.037.  ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 98 115 (ოთხმოცდათვრამეტი ათას ასთხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 47 787 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაშვიდი) ლარი, მიწის ღირებულება - 50 328 (ორმოცდაათი ათას სამასოცდარვა) ლარი.) „ბე“ - შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 29 435 (ოცდაცხრა ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 4 906 (ოთხი ათას ცხრაას ექვსი) ლარს.

ობიექტის აღწერილობა:

შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში. არის მოუვლელი და ამორტიზებული, დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც დაზიანებულია კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა.

 

 

--------------------------------------

 

- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი 

  ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით. 

 

- ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

 

- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში 

  გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 

  კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა   

  სახაზინო კოდზე:

 

  ა) შენობა-ნაგებობის შემთხვევაში - 300503313;

  ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში - 300503390.

  

- 30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის  

   შედეგები უქმდება.

 

- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში  გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების  

   უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების  მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

- დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 23 35; ასევე, შეგიძლია დარეკოთ 

   ცხელ ხაზზე -  2 601 601.

 

  

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

 

 

 

 

 

                                  

 

                                  

გააზიარე