ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იწყება

გამოქვეყნების თარიღი: 17 სექტემბერი, 2019
დასრულების თარიღი: 17 სექტემბერი, 2019

ასეთი იქნება გურჯაანის ცენტრალური პარკი!  პროექტი, რომლის ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოავლინა, ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების, განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების მოწყობას. ასევე დაგეგმილია სკამების, სანაგვე ურნების, გამწვანებისა და მწვანე საფარის მოწყობა. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია

გააზიარე