ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანი - მხიარულთა და საზრიანთა რეგიონის ჩემპიონია

18 ივლისი, 2019

მხიარულთა და საზრიანთა რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებული გურჯაანის ნაკრები გახდა!

 კონცერტი გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელშიც გურჯაანისა და ახმეტის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ჟიურის შეფასების შედეგად, რომლის წევრებიც იყვნენ: მსახიობი ზურა გაჩეჩილაძე („შონზო“), ლევან ჩიჩუა (“TL”) , "მეტი პოზიტივი ერო"-ს დამფუძნებელი გუჯა ლორთქიფანიძე, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ხელმძღვანელი სოფია ბანძავა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენედიქტე გეგეჭკორი, გამარჯვება გურჯაანელმა ახალგაზრდებმა მოიპოვეს. კონცერტს, ტრადიციულად, ამიკო ჩოხარაძე უძღვებოდა.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრმა ორივე გუნდი "ჯინო ფერედაისის" აკვაპარკის ერთდღიანი სარგებლობის პაკეტით დაასაჩუქრა. ასევე, გამარჯვებულ გურჯაანის გუნდს სპეციალური ჯილდო და ახმეტის ნაკრებს კი მონაწილეობის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცათ. ასევე, საჩუქარი მიიღო გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულმა მელაანის საჯარო სკოლის გუნდმა "მელაანსიაგა"- მ , რომლის წევრებიც 3 დღით ტაო-კლარჯეთში იმოგზაურებენ.

კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ქოჩორაშვილი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წამომადგენლები ესწრებოდნენ.

 მხიარულთა და საზრიანთა რეგიონული ჩემპიონატი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე