ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს გურჯაანელ მოხალისეებთან.

როგორც თქვენთვის ცნობილია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს გურჯაანელ მოხალისეებთან. ახალგაზრდებმა გურჯაანში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი საინფორმაციო პოსტერები გააკრეს და მარტოხელა მოხუცს მედიკამენტები სახლში მიუტანეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ახალგაზრდებს აქტიურობისთვის და მსურველებს, ვირუსის პრევენციისთვის, მერიის მიერ დაგეგმილ მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

 ახალგაზრდებს შეუძლიათ შეავსონ მოხალისეობროვი საქმიანობის ერთ-ერთი ინიციატორის გიორგი მამულაშვილის მიერ შექმნილი
აპლიკაცია:

https://forms.gle/s8KiEn2JYmqETo828

გააზიარე