ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად გაგაცნობთ ეპიდსიტუაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

24 მარტის მდგომარეობით
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ:
✔️ თვითიზოლაციაშია 56 ადამიანი;
✔️ კარანტინშია 15 მოქალაქე;
✔️გარდაცვალების შემთხვევა საბედნიეროდ არ დაფიქსირებულა;

 აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით ყველა იცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ კონკრეტულ წესებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ:

✔️ მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;
✔️გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;
✔️დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;
✔️თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;
✔️დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს;

www.stopCoV.ge;
www.gurjaani.gov.ge
გადაუდებელი დახმარება - 112
მერიის ცხელი ხაზი : 0353 221223

გააზიარე