ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 18 მარტიდან, იკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

 ამ შეზღუდვის გაკონტროლება მოხდება პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 ასევე, ხვალიდან, 18 მარტიდან, იცვლება კვების ობიექტების მუშაობის სისტემაც. ისინი აჩერებენ სტუმრების გამასპინძლებას დარბაზებში და გადადიან მიტანის სერვისზე.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ:

✔️ მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;
✔️გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;
✔️დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;
✔️თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;
✔️დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს;

www.stopCoV.ge;
www.gurjaani.gov.ge
გადაუდებელი დახმარება - 112
მერიის ცხელი ხაზი : 0353 221223

გააზიარე