ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

წმ. გრიგოლ ფერაძის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია

17 სექტემბერი, 2019

დღეს, სოფელ ბაკურციხეში, გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმში, წმინდანის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გაიმართა. ✔️ მეცნიერები კონფერენციაზე გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობის თემაზე შექმნილი მოხსენებებით წარსდგნენ. ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მოადგილეები სიმონ ქოჩორაშვილი და ლელა თევდორაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, გრიგოლ ფერაძის ძმისშვილი, გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელი ილია ფერაძე და მეცნიერები სხვდასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. ✔️ კონფერენციის დაწყებამდე, ბაკურციხის წმ. გიორგის ეკლესიაში ჩატარდა ერთობლივი წირვა საქართველოს საპატრიარქოს, მსოფლიო საპატრიარქოს და პოლონეთის მართლმადიდებელი მიტროპოლიის წარმომადგენლების მონაწილეობით. პარიზის ქართველ ემიგრანტთა ანსამბლმა „ქართული ჰარმონია“ ქართული საეკლესიო საგალობლები შეასრულეს. ✔ კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის და გრიგოლ ფერაძის კავშირის ორგანიზებით და პოლონეთის საელჩო, შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერების ეროვნული ფონდი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. 

გააზიარე