ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ჩუმლაყში საბავშვო ბაღის გზა რეაბილიტირდა

გამოქვეყნების თარიღი: 4 დეკემბერი, 2019
დასრულების თარიღი: 4 დეკემბერი, 2019

2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ჩუმლაყში, საბავშვო ბაღის გზის რეაბილიტაცია განახორციელა.  სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, რისთვისაც 374 744 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღის გზასთან ერთად, ე.წ. კოშკის მიმდებარე უბნის გზაც რეაბილიტირდა.  სამუშაოები კომპანია "ბლექს სი გრუპმა" შეასრულა.

გააზიარე