ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ახაშენში სკვერის მოწყობა გრძელდება

4 სექტემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში საბავშვო სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, ხელოვნური ბალახით, მინი ფეხბურთის კარით, კალათბურთის ფარებით და გარე განათებით. ამასთან ერთად, სტადიონის მიმდებარედ კეთდება სკვერი საბავშვო მინი ატრაქციონებით და გადახურული სატრენაჟორო მოედნით.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 141 920 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “დანი ქონსთრაქშენ” ასრულებს

გააზიარე