ანსამბლ "გურჯაანს" დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა
ამ თარიღთან დაკავშირებით, 6 ოქტომბერს, გურჯაანის კულტურის ცენტრში, ანსამბლის საიუბილეო კონცერტი ჩატარდა, რომელსაც კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და ანსამბლ "გურჯაანის" ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ქევხიშვილი დაესწრნენ.
კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ლევან მუღალაშვილის სახ. ქართული გალობისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი სკოლის მოსწავლეები.