ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

9 აპრილი

9 April, 2021

საბჭოთა არმიის მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევიდან 32 წელი გავიდა.

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და მერის მოადგილეებმა თეიმურაზ ზავრაშვილმა და სიმონ ქოჩორაშვილმა სოფელ კარდენახში მდებარე, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ტრაგიკულ დღეს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას.

32 წლის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, 21 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

გააზიარე