Hot line : (0 353) 22 12 23

მერმა ზეგაანის ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა

1 October, 2019

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ ზეგაანის ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები თანამშრომლებთან ერთად მოინახულა.  სამუშაოების ფარგლებში შეკეთდა შენობის სახურავი და გარე ფასადი. ასევე, მოეწყო ექიმის და სამანიპულაციო ოთახები. ამ ეტაპზე, კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ამბულატორიის მოწყობაზე ჯამში 16 000 ლარამდე დაიხარჯება.  შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, 8 ამბულატორია რეაბილიტირდება, სოფელ ახაშენში კი ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

Share page