Hot line : (0 353) 22 12 23

ძირკოკის გრანდიოზული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

13 August, 2019

გურჯაანში, სოფელ ძირკოკში ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა.  შეჯიბრი 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და გამოვლინდნენ გამარვებულები: ჯაბა პაპინაშვილი (კასპი) 65 კგ; გიორგი ბახბახიშვილი (თელავი) 75 კგ. ბექა კაციაშვილი (კასპი) 85 კგ; გიორგი კობაიძე (დედოფლისწყარო) აბსოლიტური;  ტურნირის მთავარი პრიზი "ჭედილა" დედოფლისწყაროელ ფალავანს გიორგი კობაიძეს (აბსოლიტური) და თელაველ გიორგი ბახბახიშვილს გადაეცა. გამარჯვებულები მედლებით, დიპლომებით, სპეციალური თასებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ✔ტურნირს, უამრავ მაყურებელთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ვეტერანი მოჭიდავეები, მსოფლიოს,ევროპის და საქართველოს ჩემპიონები - გურამ საღარაძე, ალექსი დავითაშვილი და გურამ პეტრიაშვილი, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი გოგი ბიწკინაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძირკოკის ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა

Share page