Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ ზეგაანში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 August, 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდება შენობის სახურავი და გარე ფასადი. ასევე, მოეწყობა ექიმის და სამანიპულაციო ოთახები. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 16 000 ლარამდე დაიხარჯება.  შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, 8 ამბულატორია რეაბილიტირდება, სოფელ ახაშენში კი ახალი შენობა აშენდება. 

Share page